საპენსიო სისტემაში დაახლოებით 25 000 კომპანია დარეგისტრირდა

გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 25 000 კომპანია დარეგისტრირდა ჩვენს სისტემაში, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ესენია კერძო კომპანიები და ასევე სახელმწიფო უწყებებიც ჩაერთო.

"გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 25 000 კომპანია დარეგისტრირდა ჩვენს სისტემაში, თუმცა, ყველა დეკლარაცია ჯერ დახურული არ არის და ზუსტად ვერ ვამბობთ რამდენი ინდივიდუალური ანგარიში გაიხსნება ამ 25 000 კომპანიიდან. სახელმწიფოც ჩაერთო უკვე, დღეს დაახლოებით 300 000 ინდივიდუალური ანგარიშია. ყოველ დღე დაახლოებით 1000 კომპანია ემატება და ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით 500 000-600 000 ინდივიდუალური ანგარიში უნდა შეიქმნას", - განაცხადა სურგულაძემ.