ვენესუელამ ეროვნული ვალუტის დევალვაცია განახორციელა

ვენესუელას ხელისუფლებამ ბოლივარის დევალვაცია განახორციელა - ამის შესახებ მათ სავალუტო ვაჭრობაზე Interbanex-ზე განაცხადეს.

დევალვაციის შედეგად, ბოლივარის კურსი დოლართან მიმართებით 35%-ით 3 200 ბოლივარამდე გაუფასურდა, მაშინ როცა იყო მოლოდინი, რომ მოხდებოდა 2400-მდე გამყარება.

ამჟამინდელი კურსით ერთი დოლარი 3 200 ბოლივარი ღირს.

კოკა კვირკველია