Apple iPhone-ების ვიდეოზარებში დაფიქსირებულ შეცდომებს გამოასწორებს

კომპანია Apple კვირის ბოლომდე გამოსცემს განახლებას პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც გამოასწორებს iPhone-ის ვიდეოზარებში დაფიქსირებულ ხარვეზებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც ირკვევა, სმარტფონის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ტელეფონის მფლობელი მანამდე ისმენდა მოპასუხის საუბარს, ვიდრე ის დააჭერდა პასუხის ღილაკს ხელს. აღმოჩნდა, რომ მსგავსი ხარვეზები დაფიქსირდა აპლიკაცია Apple FaceTime-ის ვიდეოზარით სარგებლობის დროს.

წინასწარი ვარაუდით, ეს შეცდომა დაკავშირებულია ჯგუფურ ვიდეოზარებთან, რომელიც Apple-მა 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა.

კოკა კვირკველია