2018 წლის მონაცემებით ევროკავშირში 16-74 წლამდე ასაკის ადამიანების 75% სმარტფონს პირადი მიზნებისთვის იყენებს.
თუმცა მათგან 28% სმარტფონში აპლიკაციის გამოყენებისას ან პროგრამის ჩამოტვირთვისას საკუთარი პერსონალური მონაცემების გაცემაზე უარს არასდროს ამბობს. ამის შესახებ აღნიშნულია ევროსტატის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
სმატფონის მომხმარებელთა 7%-მა არ იცის, რომ სმარტფონში აპლიკაციის გამოყენებისას ან პროგრამის ჩამოტვირთვისას მათი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება.
სმარტფონის მომხმარებელთა ნახევარზე ნაკლები (43%) ამბობს, რომ სმარტფონებში უსაფრთხოების სისტემა ჰქონდათ, რომელიც ავტომატურად იყო დამონტაჟებული. 15%-ის თქმით, უსაფრთხოების სისტემა საკუთარ სმარტფონში სხვამ დაუყენა.
პერსონალური მონაცემების დაცვის ყველაზე ძლიერი სისტემა საფრანგეთს აქვს, ხოლო ყველაზე სუსტი ჩეხეთშია.
ჩეხეთში სმარტფონში აპლიკაციის გამოყენებისას ან პროგრამის ჩამოტვირთვისას საკუთარი პერსონალური მონაცემების გაცემაზე უარს არასდროს ამბობს მომხმარებელთა ორი-მესამედი (67%), მას მოჰყვება ბულგარეთი 49%-ით, შემდეგ კვიპროსი და გაერთიანებული სამეფო 43%-ით.
ამის საპირისპიროდ საფრანგეთში სმარტფონში აპლიკაციის გამოყენებისას ან პროგრამის ჩამოტვირთვისას საკუთარი პერსონალური მონაცემების გაცემაზე უარს არსდროს ამბობს მომხმარებელთა მხოლოდ 10%, მას მოსდევს გერმანია (16%), ნიდერლანდები და ლუქსემბურგი (17%).