ფინანსთა მინისტრი უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის აუცილებლობას ვერ ხედავს. ივანე მაჭავარიანის თქმით, მზად არის დეპუტატ რომან კაკულიას იდეა მოისმინოს ამასთან დაკავშირებით და კონსულტაციებშიც მიიღოს მონაწილეობა.
"ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ ყურადღებით მოვისმინოთ რომან კაკულიას მოსაზრება. კონსულტაციებშიც შევიდეთ და განვიხილოთ, თუმცა, ამ ეტაპზე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რასაც მე ვფლობ, მე არ ვხედავ ამის საჭიროებას", - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის ინიციატივით გამოდის.
„უმუშევრობის კომპენსაციის მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ უნდა შევკრათ ეს ციკლი და დავიწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.