1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6552 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6552 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6570 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0386 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0319 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა.