თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მოხდება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მანვე შესაბამის სამსახურებს უკვე დაავალა, რომ სადაც უკვე შესაძლებელია, დაიწყონ ამ ხიდების დემონტაჟი.
„სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში ჩვენ მოგვიწევს არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია, არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ჩემი მოთხოვნაა, რომ ამ ხიდების დემონტაჟი განხორციელდეს, ყველგან სადაც შესაძლებელია,“-აღნიშნა კალაძემ.