რიკოთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის ასაშენებლად 6 ჩინური და 3 თურქული კომპანია იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოებზე ტენდერი გასული წლის 8 ნოემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 25 იანვარს დაიწყო და 29 იანვარს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 376 962 285 ლარია. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია.
ტენდერში 9 კომპანიის შეთავაზებული წინადადება ფიქსირდება, რომელთა შერჩევა/შეფასებაც მიმდინარეობს. მათ შორის ყველაზე მცირე 329 882 770 ლარის შეთავაზება სამუშაოების შესყიდვისთვის ჩინურ კომპანიას - China State Construction Engineering Corporation-ს აქვს წარდგენილი. ყველაზე მეტი კი - 523 150 297 ლარი თურქულ კომპანიას - Supplier 11-ს აქვს შეთავაზებული.
გარდა ამისა, ტენდერში მონაწილეობენ:
ჩინური კომპანია - Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd (430 234 775);
ჩინური კომპანია - China Railway Tunnel Group Co., Ltd. (398 747 433);
თურქული კომპანია - YENIGUN İnsaat Sanayi ve Ticaret A.S. & EN-EZ İnsaat Sanayi ve Ticaret A.S. Joint Venture (369 900 061);
ჩინური კომპანია - Sinohydro Corporation Limited (368 046 669);
ჩინური კომპანია - CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION (365 898 463) ;
ჩინური კომპანია - Guizhou Highway Engineering Group Co., Ltd and China National Technical Import & Export Corporation Joint Venture (362 230 211)
თურქული კომპანია - Joint Venture of Seza İnşaat San. ve Tic. Ltd. Şti. and Açılım İnşaat Tic. ve San. Ltd. Şti. (338 748 500).
შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. მშენებლობა 4 სექციადაა დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.