2018 წელს კომერციულმა ბანკებმა 55 სერვის-ცენტრი დახურეს

კომერციულმა ბანკებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 55 სერვის-ცენტრი დახურეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომერციული ბანკების სერვის-ცენტრები 847-დან 792-მდე შემცირდა.

ამის ფონზე გაიზარდა ფილიალების რაოდენობა, თუმცა მხოლოდ ერთი ერთეულით 134-დან 135-მდე.

ცნობისათვის, საქართველოს ბაზარზე დღეის მდგომარეობით 15 კომერციული ბანკია წარმოდგენილი.