ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია თებერვალში გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ფარგლებში გამოსვლისას, ქვეყნისთვის საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და თებერვალში სამინისტროს მიერ ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია დააანონსა.

მინისტრის განცხადებით, ხარისხის ნიშნის დანერგვა ხელს შეუწყობს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე ფარგლებს გარეთ.

კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.