„ქვეყანას უმუშევრობის კომპენსაციის დაწესების ფუფუნება ამ ეტაპზე არ აქვს"

„ქვეყანას უმუშევრობის კომპენსაციის დაწესების ფუფუნება ამ ეტაპზე არ აქვს", -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, მიუხედავად ამისა, უმუშევრობის კომპენსაციის შემოღებასთან დაკავშირებით, რომან კაკულიას აზრი საკმაოდ საინტერესოა და მეტ ყურადღებას ითხოვს. ამასთან, ქობულია ამბობს, რომ ინიციატივის ფორმირება გარკვეული ფორმით შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაციის შემოღების ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

ქრისტინე გამთენაძე