საკრედიტო-საგარანტიო ფონდი მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში ამოქმედდება

„იმედი მაქვს, რომ მარტიდან შევა ძალაში. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებს ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

ეს ის კომპანიებია, რომლებსაც აქამდე კრედიტების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, წელს ამ ფონდის ბიუჯეტი კომპანიების დაფინანსებისთვის დაახლოებით 250 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულიას თქმით, საკრედიტო-საგარანტიო ფონდიდან დაფინანსების მიღებას ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც კონკრეტულ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოახერხებენ.

ქრისტინე გამთენაძე