2018 წელს 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს

გასული წლის განმავლობაში მოპარული ან თაღლითური გზით დაუფლებული კრიპტოვალუტების საერთო მოცულობამ 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემთან შედარებით 400%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია CipherTrace აქვეყნებს.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ეს არ არის საბოლოო ციფრი, ვინაიდან ბევრი შემთხვევის შესახებ მათთვის უბრალოდ, ცნობილი არ არის. მათივე განცხადებით, ქურდობის ასეთი ზრდა განსაცვიფრებელია იმ ფონზე, როცა კრიპტოვალუტების ღირებულება ბაზრებზე მკვეთრად არის შემცირებული და იანვარში მათმა ჯამურმა კაპიტალიზაციამ 112 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის იმავე თვეს 80%-ით მეტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ქურდობა გაზრდილია კრიპტოვალუტების საფონდო ბირჟებიდან და ინფრასტრუქტურული სერვისებიდან, ზრდამ შეადგინა 260%, ხოლო მოცულობამ 266 მილიონი დოლარი. რეგიონალურად ყველაზე მეტი ქურდობა მოხდა სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

კოკა კვირკველია