ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1.500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
აღნიშნულ ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 16-მა მოსამართლემ, ხოლო ერთი მოსამართლე წინააღმდეგ წავიდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2.000 ევრო უნდა გადაუხადონ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთანაც მიმართებაში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) და 10.000-დან 15.000-მდე ევრო მათ, ვისთანაც მიმართებაში დარღვეული იყო მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).