Газпром-მა უცხოური ბანკებისგან 1 მილიარდამდე კრედიტი აიღო

რუსულმა გიგანტმა Газпром-მა იაპონური ბანკისგან Mitsubishi UFJ Financial Group (MUFG Bank, Ltd) 500 მილიონი ევროს ოდენობის სესხი აიღო, რომლის დაფარვა 2021 წლამდე მოუწევს.

ინფორმაცია რუსული კომპანიის მხრიდან იაპონური ბანკისგან კრედიტის აღების შესახებ იაპონიის პრემიერის სინძო აბეს რუსეთში ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ 425 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი კომპანიამ გასული წლის დეკემბერში Citibank-ისგანაც აიღო, რომლის დაფარვა 2023 წლისთვის მოუწევს.

კოკა კვირკველია