თბილისში სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, – ამის შესახებ ნათქვამია „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. თბილისში, სააგენტოს ზედამხედველობით და ჩართულობით, მიმდინარეობს წყლის სინჯების აღება და მათი კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.