პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა.

მათივე განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ჯერჯერობით ადგილზე რჩება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

VIDEO: პირ­ვე­ლი კად­რე­ბი პე­კი­ნის ქუ­ჩი­დან, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაზი აფეთ­ქდა