ცვლილება „ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში

„ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილება განხორციელდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკის 97.384322 %–ის აქციათა მფლობელმა - საჯარო სააქციო საზოგადოებამ „ბანკ ვეტებემ“ 28 იანვარს მიიღო.

კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ვლადიმირ ვერხოშინსკის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. საბჭოს ახალ წევრად კი ოლეგ სმირნოვი აირჩიეს.

რეესტრის 29 იანვრის ამონაწერით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები - ილნარ შაიმარდანოვი, სერგეი სტეპანოვი, მაქსიმ კონდრატენკო, მერაბ კაკულია, გოჩა მაცაბერიძე და ოლეგ სმირნოვი არიან.

თაია არდოტელი