აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ბევრი ფული დაკარგა, თუმცა მაინც უყვარს თავისი სამუშაო.
„მე დიდი ფული დავკარგე პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას. იცით, ეს სამუშაო ზარალის მომტანია. მას ფული არ მოაქვს. თუმცა, საბედნიეროდ, მე ფული არ მჭირდება. მე დიდ ფულს ვკარგავ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოცემა The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და 2020 წლის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.
„იცით, მე მიყვარს ჩემი სამუშაო. „რესპუბლიკელებს“ შორის ჩემს კონკურენტს ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, პარტიის შიგნით შესანიშნავი მხარდაჭერა მაქვს“, - განაცხადა მან.