„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - თემქაზე 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია

თბილისში 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია, - ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს, სადაც CO-თი 6 ადამიანი მოიწამლა, ორჯერ ჩაუჭრეს გაზდანადგარი. „პირველად, გასული წლის 4 მაისს და მეორედ გასული წლის 12 დეკემბერს, თუმცა ოჯახმა დანადგარი ორივეჯერ თვითნებურად დააერთა. მათ მიეცათ გაფრთხილება, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია.

შემთხვევა წუხელ თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა CO-თი (ბუნებრივი აირის ნამწვი) ოჯახის 6 წევრი მოიწამლა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.