Samsung-მა Galaxy S10-ის მასიური წარმოება დაიწყო

გამოცემა The Investor-ის ინფორმაციით, სამხრეთ-კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა მისი ახალი საფლაგმანო მოდელის Galaxy S10-ის სამი ვარიანტის მასიური წარმოება უკვე დაიწყო.

წყაროს ცნობით, Galaxy S10 აღიჭურვება თითის ანაბეჭდის წამკითხავი ფუნქციით. 6,1 და 6,4 ზომის მოდელები მიიღებენ Qualcomm-ის შექმნილ „ულტრასონიკ“ წამკითხველს, ხოლო 5,8-იანი მოდელი ოპტიკურ წამკითხველს.

საშუალო ზომისა და დიდი ზომის Galaxy S10-ს მომრგვალებული ეკრანი ექნებათ, რომელშიც თავიდანვე იქნება ინტეგრირებული ეკრანის დამცავი ტექნოლოგია, რომელიც როგორც წესი რთულად გამოიყენება გადახრილ ეკრანებში.

რაც შეეხება 5G-მხარდამჭერ ფუნქციას, მას მიიღებს კიდევ უფრო მაღლა მდგომი Galaxy S10 X და კეცვადი Galaxy, რომლებიც ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდებიან. წყაროს ცნობით, კეცვადი მოდელი სავარაუდოდ, წარმატებული ვერ იქნება მისი ძვირი ფასიდან გამომდინარე.

Galaxy S10-ის 4G მხარდამჭერი ტრიოს პრეზენტაცია 20 თებერვალს 5G მხარდაჭერ და კეცვად მოდელებთან ერთად მოხდება, თუმცა მათი გაყიდვები მოგვიანებით დაიწყება. ჩვეულებრივი S10-ის მოდელები კი დახლებზე 8 მარტს გამოჩნდებიან.

კოკა კვირკველია