საუდის არაბეთმა კორუფციაში მხილებული პირებისგან 107 მლრდ დოლარი მიიღო

საუდის არაბეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ კორუფციაში მხილებული პირებისგან 107 მლრდ დოლარი მიიღეს.

კორუფციასთან ბრძოლის კომისია, რომლის სათავეშიც საუდის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დგას, აცხადებს, რომ 87 პირისგან თანხა მიღებულია როგორც ფულადი სახით, ასევე მათი უძრავი ქონების, კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების ჩამორთმევით. თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, სრულად არის თუ არა ეს თანხა ამოღებული. პრინცმა განაცხადა, რომ ოქტომბერში ქვეყანამ 35 მილიარდი დაიბრუნა და დანარჩენის დასაბრუნებლად მათ დაახლოებით 2 წელი სჭირდებოდათ. ქვეყნის მაღალჩინოსნები ამ სიტუაციაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

ოთხშაბათის მონაცემებით, კომისიამ სასამართლოში 60 პირის საქმე წარადგინა.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკავებულია რამდენიმე ათეული პირი, სწორედ კორუფციის ბრალდებით.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა ცდილობს ინვესტორების ნდობის დაბრუნებას მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი მოკლეს. ამ ფაქტმა მსოფლიოს მასშტაბით დიდი უკმაყოიფილება გამოიწვია, ინვესტორები ქვეყნის დატოვებაზეც ალაპარაკდნენ. ჩინოვნიკების განცხადებებით, ეს დაკავებები აუცილებელი იყო, რათა ინვესტორების განწყობის სტაბილიზება მომხდარიყო.

კოკა კვირკველია