1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6554 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6554 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6554 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6547 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0452 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0457 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.