თბილისში, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 2 974 440 მლნ ლარია ( 1 114 020 დოლარი).
როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი 1450 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართი კი 1050 კვადრატული მეტრია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი არის 8-ოთახიანი და 6 საძინებელ ოთახს მოიცავს.
„სახლი სატელევიზიო პროექტ „სახლი“-ს ფარგლებშია აშენებული, სადაც გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები. სახლშია 6 საძინებელი, საკუთარი სველი წერტილით, საგარდერობო სივრცით და აივნებით, სამზარეულო, საერთო მისაღები ოთახი, საერთო სველი წერტილი, 2 საკუჭნაო, სამრეცხაო, 2 საქვაბე.
სახლი ავტომატიზირებულია და ელექტროენერგიის შეფერხების დროს სარეზერვო გენერატორზე ავტომატურად გადადის.
გარდა ამისა, სახლშია სპორტული დარბაზი, საუნა, აუზი, რომელიც სრულად აღჭურვილია ფილტრაციის და გათბობის სისტემით.
სახლი აღჭურვილია დაცვის სისტემებით, სენსორებითა და კამერებით. გათბობა და გაგრილება ცენტრალიზებული სისტემით ხდება, რომლის მართვა ინდივიდუალურად ლოკალური ზონების მიხედვით არის შესაძლებელი.
სახლშია ყველანაირი ავეჯი და ტექნიკა. ეზო სრულიად მოპირკეთებულია და ავეჯით გაწყობილია. აუზთან არის 30 შეზლონგი. ასევე ეზოს მორწყვა სრულად ავტომატიზირებულია,“ - წერია განცხადებაში