კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე კორპუსში მცხოვრები მეზობლებისთვის.
გთავაზობთ 2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მაჩვენებელს რაიონების მიხედვით
ჩუღურეთი, ნაძალადევი 15.266
სამგორი 14.657
ისანი, ვაზისუბანი 10.871
გლდანი, სანზონა, თემქა 10.341
დიღომი, დიდუბე 5.148
მთაწმინდა, კრწანისი 7.573
საბურთალო 3.627
ნუცუბიძე 1.151
ვაკე, წყნეთი 499
არ გარისCO CO (ცეო) კლავს!“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.