„მონა ლიზა“, „მტრედი მწვანე მარცვლებით“, „სამართლიანი მოსამართლეები“ - ეს იმ ტილოების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მუზეუმებიდან მოიპარეს. გთავაზობთ, ისტორიაში ნახატების მოპარვის 10 ცნობილ ფაქტს.
1.მონა ლიზა - ლეონარდო დავინჩი
ლეონარდო და ვინჩის ტილო მონა ლიზა, იგივე ჯოკონდა, რომელიც დღეს ლუვრში ინახება და რომელიც მხატვარმა 1503-1505 წლებში შექმნა, 1911 წლის 21 აგვისტოს ლუვრის თანამშრომელმა, იტალიელი სარკეების ხელოსანმა ვინჩენცო პერუჯიმ მოიპარა. ქურდობის მიზანი არ დაზუსტებულა. პოლიციის ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო, იყვნენ ეჭვმიტანილები, მათ შორის პაბლო პიკასოც დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ტილო მხოლოდ ორი წლის შემდეგ იტალიაში იპოვეს. „დამანაშავემ“ აღიარა, რომ აპირებდა ნახატის „უფიცის“ გალერიის დირექტორისათვის მიყიდვას. პერუჯას პატიმრობა შეეფარდა, ტილო კი 1914 წლის 4 იანვარს ლუვრში დაბრუნდა.
2. „მტრედი მწვანე მარცვლებით“ - პაბლო პიკასო
ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ქურდობა 2010 წელს მოხდა. 20 მაისს ქურდმა ფანჯარა ჩატეხა და პიკასოს მიერ 1911 წელს დაწერილი ტილო ოთხ სხვა დანარჩენ ფერწერულ ტილოსთან ერთად მოიპარა. მათი საერთო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენდა. ტილოები პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან მოიპარეს.
2011 წელს დამნაშავე დაიჭირეს, თუმცა მან გამოძიებას უთხრა, რომ ქურდობის შემდეგ პანიკაში ჩავარდა და ნახატები ნაგვის ურნაში ჩაყარა. საეჭვოა, მისი მონათხრობი სიმართლეს შეესაბამებოდეს. მოპარული ტილოები დღემდე არ არის ნაპოვნი.
3 „არლეკინის თავი“ - პაბლო პიკასო
„არლეკინის თავი“ როტერდამში მდებარე კუნცხალის მუზუმიდან 2012 წლის 16 ოქტომბერს მოიპარეს. 2013 წლის იანვარში პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი რადუ დოგარუ. მისმა დედამ სამხილების განადგურების მიზნით ტილო დაწვა. პიკასოს ნაშრომთან ერთად ღუმელში მოხვდნენ ისეთი შედევრები როგორებიცაა ანრი მატისის „მკითხველი გოგონა თეთრში და ყვითელში, კლოდ მონე „ვატერლოოს ხიდი, ლონდონი“, კლოდ მონე „ჰანგერფორდის ხიდი, ლონდონი“, პოლ გოგენი „გოგონა ღია ფანჯარასთან“, მეიერ დე ხანი „ავტოპორტრეტი“, ლუსენ ფრეიჯი „ქალი დახუჭული თვალებით“. ჯამში შვიდი ტილო. ექსპერტების შეფასებით მათი ჯამური ღირებუელბა 100-200 მილიონი ევროა.
4. „სამართლიანი მოსამართლეები“ - იან ვან დეიკი
1934 წლის 10 აპრილს ქალაქ გენტის გამოფენაზე იან ვან დეიკის ტილო მოიპარეს. „სამართლიანი მოსამართლეების“ ქურდობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ბელგიის ხელისუფლება და სავარუდო ქურდი ტილოს ამოსყიდვაზე მიმოწერას აწარმოებდნენ. ხოლო 25 ნოემებრს სავარაუდო ქურდმა ექსცენტრიკულმა პოლიტიკოსმა არსენ გოდერტერმა განაცხადა, რომ მხოლოდ მან იცოდა, სად ინახებოდა ტილო. მიუხედავად ამისა, ტილოს ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ ის განადგურდა, თუმცა დღემდე ის დაკარგულად ითვლება.
5. „ახალგაზრდა კაცის პორტრეტი“ - რაფაელი
რაფაელის ტილო „ახალგაზრდა კაცი პორტრეტი“ ნაცისტებმა მოიპარეს. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ პორტრეტი ჩარტორიების ოჯახმა გადამალა, თუმცა გესტაპომ ის მალე აღმაოჩინა. ის ლინცის მუზეუმში გააგზავნეს, ხოლო 1945 წელს ვაველის ციხესიმაგრეში გადაიტანეს, რომელიც პოლონეთის გენერალ-გუბერნატორის ჰანს ფრანკის რეზიდენციად ითვლებოდა.
ომის დასრულების შემდეგ ფრანკი კოლექციანად ბავარიაში გაიქცა, სადაც ამერიკელმა სამხედროებმა 1945 წლის 4 მაისს დააპატირმეს. მას თან არ აღმოაჩნდა ეს ტილო. ფრანკმა მოუყვა ამერიკელებს, თუ სად ინახავდნენ ნაცისტები მოპარულ ტილოებს, მაგრამ არცერთ მათგანში ეს ნამუშევარი არ აღმოჩნდა. 2012 წლის აგვისტოში პოლონეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შედევრი „ერთ-ერთი ბანკის სეიფში უსაფრთხოდ ინახება“.
6. „ნიუენენის პროტესტანტული ეკლესიიდან გამოსვლა“ - ვინსენტ ვან გოგი
მხატვარმა ტილო 1884-1885 წლებში შექმნა, ჰოლანდიის სოფელ ნიუენენში. ის 2002 წლის 7 დეკემებრს ვან გოგის მუზეუმიდან მოიპარეს. მასთან ერთად ასევე მოიპარეს „ზღვაზე ხედი სხვენევინგენთან“. 2016 წლის 30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ იტალიის პოლიციამ ორივე ტილო ერთ-ერთი მაფიის თავშესაფარში იპოვა. ტილოების მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად მათი ორიგინალი ჩარჩოები კი ვერ შენარჩუნდა.
7. „კონცერტი" - იან ვერმეერი
ნიდერლანდელი მხატვრის იან ვერმეერის ტილო „კონცერტი“, რომელიც ავტორმა 1663-1666 წლებში შექმნა 1990 წელს ბოსტონის მუზუმიდან მოიპარეს და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ის დღემდე ითვლება ყველაზე ძირად ღირებულ მოპარულ ტილოდ და შეფასებელია 200 მილიონ დოლარად. 2013 წელს ცნობილი გახდა ქურდების ვინაობა, თუმცა ისინი უკვე გარდაცვლილნი იყვნენ, ხოლო მესამე მონაწილეს ამ დრომდე ეძებენ.
8. „მადონა თირისტარით" - ლეონარდო და ვინჩი
„მადონა თირისტარით“ - ლეონარდო და ვინჩიმ 1051 წელს ფლორიმუნდა რობერტეს შეკვეთით შექმნა, რომელიც იყო საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ XII -ის მდივანი. აღნიშნული ტილო ქურდებმა 2003 წელს ჰერცოგის სასახლიდან მოიპარეს. მათ თავი ტურისტებად გაასაღეს. ტილოს ფანჯრიდან გატანისას მათ სხვა ტურისტები დაამშვიდეს „ჩვენ პოლიციიდან ვართ და ეს სწავლება არისო“. ტილო 2007 წელს გლაზგოში იპოვეს და ამ დროისთვის შოტლანდიის ეროვნულ გალარეაში ინახება.
9. „ადელ ბლოხ-ბაურეის პორტრეტი“ - გუსტავ კლიმტი
ეს ტილო ცნობილია ასევე როგორც „ოქროს ადელი“ ან ავსტრიული „მონა ლიზა“. ტილო მიიჩნევა გუსტავ კლიმტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად. პორტრეტზე ასახულია ადელ ბლოხ-ბაუერი ვენის საბანკო საბჭოს ხელძღვანელის მორიც ბაუერის ქალიშვილი 26 წლის ასაკში. ის არის ერთ-ერთი იმ უამრავ ტილოს შორის, რომლიც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოიპარეს. ომის დასრულების შემდეგ ტილო დაუბრუნდა ოჯახს, შემდეგ კი ის 135 მილიონ დოლარად გაიყიდა.
10. „ყვირილი" - ედვარდ მუნკი
ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის ეს ტილო 1893-1910 წლებშია შექმნილი. ეს ტილო რამდენჯერმე გახდა ქურდობის ობიექტი. 1994 წელს ის ეროვნული გალერეიდან მოიპარეს, თუმცა რამდენიმე თვის მერე დაიბრუნეს. 2004 წელს კი „ყვირილი“ და მხატვრის კიდევ ერთი ცნობილი ტილო „მადონა“ მუნკის მუზუმიდან მოიპარეს. ორივე მათგანი 2006 წელს დაიბრუნეს.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
პირველი ხალხის რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი.ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. ხალხის რჩეული ტილოები გახდა: "მონა ლიზა", "ქალი ყარყუმით", "საიდუმლო სერობა". ტილოები ხელმისაწვდომი 18 თებერვლიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.