Ryanair-ი 20 მილიონი ევროს ზარალზე გავიდა

დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა მისი მესამე ფინანსური კვარტლის შედეგი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ ამ პერიოდის განმავლობაში 20 მილიონი ევროთი იზარალა. როგორც cnbc.com წერს, ამის მთავარ მიზეზად კომპანია ზამთრის შემცირებულ გაყიდვებს ასახელებს.

„მიუხედავად შემცირებული გაყიდვებისა, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ საოცრად დაბალ ფასებს, რომელიც კარგია როგორც ამჟამინდელი, ასევე მომავალი ტრაფიკისთვის“ - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი მაიკლ ო’ლირი.

კომპანიის ვარაუდით, ბილეთებზე დაბალი ფასები შემოსავლებს ნამდვილად დაეტყობა. ამას შესაძლოა, დაემატოს ასევე ბრექსიტით გამოწვეული სირთულეები.

კოკა კვირკველია