თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. რიყის დოქებით რამდენიმე ბიზნეს კომპანიაა დაინტერესებული. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ კომპანიებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორც ხედავს მერია ე.წ. რიყის დოქების განვითარებას.
„რამდენიმე ბიზნესკომპანია არის დაინტერესებული. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ მივაწოდეთ მონაცემები თუ როგორ ვხედავთ ამ ე.წ. რიყის დოქების განვითარებას, რა უნდა გაკეთდეს შიგნით, რა ფუნქციებით უნდა იყოს დატვირთული. როდესაც გვექნება პასუხი, თუ იქნება ინტერესი და მოხდება მოლაპარაკება, ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით", - განაცხადა კალაძემ.