ცვლილება „ლიბერთი ბანკში“  -  მანაგაძე სამეთვალყურეო  საბჭოს ტოვებს

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამოუკიდებელმა წევრმა ირაკლი მანაგაძემ დატოვა.

ამის შესახებ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-ს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

„გამოეცხადოს მადლობა ირაკლი მანაგაძეს, მის მიერ „სამეთვალყურეო საბჭოს“ დამოუკიდებელ წევრად ყოფნის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და გათავისუფლდეს „სამეთვალყურეო საბჭოს“ წევრობიდან. უფლებამოსილება მიენიჭოს „ბანკის“ გენერალურ დირექტორს ან/და ფინანსურ დირექტორს, განახორციელოს წინამდებარე დოკუმენტით მიღებული გადაწყვეტილებები და ხელი მოაწეროს აღნიშნული გადაწყვეტილებების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერ და ყველა დოკუმენტს, მათ შორის უზრუნველყოს „სამეთვალყურეო საბჭოში“ მომხდარი ცვლილების რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში,“-აღნიშნულია კომპანიის გადაწყვეტილებაში.

ცნობისთვის მანაგაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად გასული წლის ზაფხულში აირჩიეს. როგორც ბანკის აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილებაში იყო ნათქვამი, მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 3,750 ამერიკული დოლარის ოდენობით განისაზღვრა.

თაია არდოტელი