15-წლიანი პაუზის შემდეგ ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება აღდგა.
თუმცა, ამჟამინდელ ტექნიკურ ინსპექტირებას არაფერი აქვს საერთო მაშინდელ "ტეხასმოტრთან", რომლის ყიდვაც ძალიან მარტივად შეიძლებოდა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მანქანა არც მოწმდებოდა და აღნიშნულ საბუთს პირდაპირ ყიდულობდით.
ამჯერად ტექდათვალიერება უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურების პარამეტრებს ამოწმებს, როგორც ეს უნდა იყოს კიდეც. ამ სიახლით საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ და ვიმედოვნებთ, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო ძლიერი და მკაცრი გახდება.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ავტოპარკის უდიდესი ნაწილი საკმაოდ მოძველებული და ცუდ მდგომარეობაშია. მისი გარკვეული ნაწილი ტექდათვალიერების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და საჭირო საბუთის მისაღებად ავტომფლობელებს მანქანის შეკეთება, ახალი ნაწილების ყიდვა უწევთ.
თუმცა, ქართველი რისი ქართველია თუ ნებისმიერი გასაჭირიდან მარტივი გამოსავალი არ მოძებნა. დღეს ხშირად მოკრავთ ყურს იმაზე საუბარს, რომ ტექდათვალიერებისთვის მანქანის ნაწილებს ნათხოვრობენ. ამბობენ იმასაც, რომ ფარულად ავტონაწილების გაქირავებაც კი ხდება. თუმცა ეს არის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც ამ შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება მიიღოს. ამის სანაცვლოდ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თქვენ ტექდათვალიერებას პირველივე ცდაზე გაივლით.
ინსპექტირება უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭე სისტემა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; სავალი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა ,საბურავების პროტექტორის დონე და მდგომარეობა, დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; ავტომობილის ქარხნული მაკომპლექტებელი მოწყობილობები სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი (ფარები, სარკეები, მოხვევის მაჩვენებლები ა.შ.) ; სასურველია თუ ამ ელემენტების გამართულობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გეცოდინებათ და ტექდათვალიერებაზე მშვიდად მიხვალთ. ასე დამატებითი ხარჯებისა და ნერვიულობისგან დაზღვეული იქნებით.
გადატანილსაჭიანი ავტომობილები ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ. თუ საჭე გადატანილია 2018 წლამდე, მაშინ დადგენილი წესით ჩაუტარდება ინსპექტირება და იდენტიფიკაციის ნაწილში აუცილებელია საჭის მდებარეობა ემთხვეოდეს. ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან კი საჭის გადატანა აიკრძალა.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვისაც სტანდარტულად ტარდება ტექინსპექტირების პროცესი. უბრალოდ, მათ პროცედურის გავლამდე, მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების კორექტირება მოუწევთ. აღიშნული მომსახურება 80 ლარამდე ღირს.
ინსპექტირების ცენტრმა უნდა აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება "ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე".
ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია წარადგინოს: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. შემოწმების ფასი 60 ლარია, თუმცა მას იხდით წინასწარ და თანხის გადახდა ავტომატურად საჭირო საბუთის მიღებას არ ნიშნავს. ეს არის შემოწმების და არა საბუთის საფასური. მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებიდან ან ადგილზევე საბანკო ბარათით.
ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალება შეიძლება წარადგინოს როგორც მესაკუთრემ, ასევე მის მიერ უფლებამოსილმა პირმა. ამისთვის რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარდგენა საჭირო არაა.
ქვეყნის მასშტაბით ტექდათვალიერების რამდენიმე პუნქტი არსებობს. მიუხედავად ამისა, ავტომფლობელებს ხშირად რიგში დგომა უწევთ. ამიტომ უმჯობესია, თუ წინასწარ ჩაეწერებით ტექდათვალიერებაზე და თქვენთვის სასურველ დროს მიხვალთ ტექდათვალიერების ცენტრში.
თუმცა იმისათვის, რომ ტექდათვალიერების პუნქტში თქვენი ვიზიტი უშედეგო არ გამოდგეს და ინსპექტირების გავლა გარანტირებულად შეძლოთ, უმჯობესია თუ ავტომობილის გამართულობაში წინასწარვე დარწმუნდებით. ამრიგად მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ავტომობილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, წინასწარვე გეცოდინებათ პრობლემის შესახებ და ტექდათვალიერების თარიღისთვის სრულად მოამზადებთ ავტომობილს.
ამისთვის კი არსებობს სერვის ცენტრები სადაც შესაძლებელია ავტომობილის წინასწარ იგივე კრიტიერიუმებით შემოწმება რაც მოითხოვება სახელმწიფო ტექ. დათვალიერების გავლისას, მაგალითისათვის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი „თეგეტა მოტორსის“ სერვისია, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა პარამეტრის შემოწმებას გულისხმობს.
„თეგეტას“ ცენტრალურ ოფისში ავტომობილს შემდეგ პარამეტრებზე შეგიმოწმებენ:
ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემა შეგიძლიათ ადგილზევე მოაგვაროთ. შედეგად კი შეძლებთ, ლიცენზირებულ სერვის ცენტრებში ტექდათვალიერება პირველივე ცდაზე გაიაროთ და პირველ მისვლაზე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში შემდეგ მისი ფორს მაჟორულ სიტუაციაში გამოსწორება არ მოგიწევთ.