IKEA ავეჯის გაქირავებას იწყებს

ნიდერლანდური კომპანია IKEA ავეჯის გაქირავების პროგრამას იწყებს. როგორც გამოცემა Financial Times-ს კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ეს სიახლე იქნება კომპანიის ახალი ბიზნეს მოდელის სტრატეგიის ნაწილი.

„პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიზამთ ისე, რომ თქვენ შეგეძლოთ ავეჯის დაქირავება. როცა ქირის ვადა ამოიწურება, თქვენ შეგეძლებათ მისი დაბრუნება და ახლის აღება. იმის ნაცვლად, რომ გადავყაროთ ავეჯი, ჩვენ მათ განვაახლებთ და შევძლებთ გავყიდოთ, შედეგად კი გავუხანგრძლივებთ პროდუქტს სიცოცხლეს“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი ტიურბიორნ ლიოფი.

ამ სიახლის დანერგვა უკვე ამ თვიდან იგეგმება და პირველი ქვეყანა, სადაც ის ამოქმედდება, იქნება შვეიცარია. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საოფისე ავეჯს, ვინაიდან ოფისისთვის მაგიდებისა და სკამების იჯარით შეძენა ბევრი კომპანიისთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე მათი ფლობა.

მათივე თქმით, დროებით მფლობელობაში ასევე გაიცემა სამზარეულოები. კომპანიის ინჟინრებმა სამზარეულოს კარადების კარების შეცვლის ფუნქციაც შეიტანეს გაყიდვების პროგრამაში და მფლობელებს არ მოუწევთ მთლიანი გარნიტურის შეცვლა.

კოკა კვირკველია