სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში ჩატარდა პროფესიული განვითარების საბჭოს 8 სხდომა. საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 162 საკითხი (სულ - 348 ექიმი). შედეგად, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
მათ შორის, 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა; 105 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა (1 თვით - 54 ექიმს, 2 თვით - 36 ექიმს, 3 თვით - 11 ექიმს, 4 თვით - 3 ექიმს, 5 თვით - 1 ექიმს); 2 ექიმს - გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი; ხოლო 6 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.