სათბურის ბოსტნეულის ფასი აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა რეგიონში გაიზარდა. East Fruit-ის კვლევის მიხედვით, გასულ კვირას ფასების ზრდა განპირობებული იყო როგორც შიდა პროდუქტების შემცირებით, ისე ქვეყნებს შორის მისი არარეგულარული ექსპორტით.
გასული კვირის მონაცემებით, კონკრეტულად წითელი, მრგვალი პომიდვრის ფასის ყველაზე აქტიური ზრდა საქართველოსა და ტაჯიკეთში დაფიქსირდა, სადაც პროდუქტი 15% და 9%-ით გაძვირდა. საქართველოს შემთხვევაში, სასათბურე პომიდვრის ფასმა 1,51 დოლარი შეადგინა. ქვეყნისთვის პროდუქციის მთავარი მიმწოდებელი თურქეთია.
თავის მხრივ, პაკისტანიდან სასათბურე ბოსტნეულის იმპორტის დაწყებაზე საუბრობენ ტაჯიკეთშიც. ბაზრის მიმწოდებლების თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის ნაკლებობაა. ტაჯიკეთში პროდუქციის ღირებულება 1,27 დოლარს შეადგენს.