ნინოწმინდის საბაჟოზე პნევმატური იარაღი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ნინოწმინდა", 2 ცალი პნევმატური იარაღი Walther PP cal.9mm, მჭიდით და 2 ცალი ვაზნით და MP-645K ცალ.4.5მმ, მჭიდით და 11 ცალი ვაზნით აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იარაღი სომხეთის მოქალაქეების ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულმა აზერბაიჯანის მოქალაქემ კი კუთვნილი ავტომანქანით 32000 აშშ დოლარის ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანა სცადა.

მგზავრს აღნიშნული კანონდარღვევისთვის, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.