"სინერჯი კაპიტალმა" სამედიცინო-საინფორმაციო სამსახურის, "მედიქოლის" 45% შეისყიდა. დღეიდან "სინერჯი" აქტიურად იმუშავებს "მედიქოლის" ღირებულების გაზრდაზე.
ეს კომპანია ეხმარება ადამიანებს კვალიფიციური, სანდო, საჭირო სამედიცინო სერვისი მიიღონ კომფორტულად, ამ სერვისების მათთვის ხელმისაწვდომობის გაზრდით. მომხმარებელი, როგორც ფიზიკური პირები, ისე კლინიკები, ამ კომპანიას იცნობს სატელეფონო ნომრით - 2 500 500 – როცა ექიმი გჭირდება.
"სინერჯი" კომპანიის კაპიტალში შესვლით განვითარებისა და მასშტაბირებისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის გარდა იზრუნებს კომპანიის ორგანიზაციულ განვითარებასა და კორპორატიული მართვის სისტემების დანერგვაზე.
"სინერჯი კაპიტალის" პორტფელში ეს უკვე მეშვიდე კომპანიაა, რომლის ღირებულების გაზრდაზე იზრუნებს სინერჯის გუნდი. ამ დროისთვის კომპანიის პორტფელშია - ჩაიმანია, სახალხო აფთიაქი, 8000 მოსავალი - ქართული ღვინის კოოპერაცია, თეისთ ჰოტელი, ქარელის ჩირი და კარიერული წარმატების ჯგუფი.