სიგარეტი ისევ გაძვირდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თამბაქოზე ფასმა მეორედ მოიმატა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისში მდებარე სიგარეტის სარეალიზაციო რამდენიმე ჯიხურში განუცხადეს, ამ ეტაპზე გაძვირდა „ფილიპ მორისის", „მალბოროს“ და „პარლამენტის“ ბრენდის ყველა სახის სიგარეტი.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ბრენდების სიგარეტის ერთი ბლოკის ღირებულება 5 ლარით გაიზარდა, რაც საცალო გაყიდვაზე თავისთავად აისახა.

როგორც თამბაქოს სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, თამბაქოზე ფასი კიდევ მოიმატებს.

შეგახსებეთ, რომ იანვრის დაწყისში სიგარეტის ფასმა 30-დან 50 თეთრამდე უკვე მოიმატა.

მაგალითად, ერთი კოლოფი ”ვინსტონი” 4.30 ლარიდან 4.80 ლარამდე გაძვირდა. ასევე 50 თეთრით გაძვირდა ”ქემელი”, რომლის ფასი 4 ლარის ნაცვლად 4.50 ლარი გახდა; კოლოფი „მაგნას“ ფასი 4.20 ლარია, მაშინ როცა მანამდე 3.70 ლარი ღირდა.

ცნობისთის, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.

ნინი ქეთელაური