მომგებიანი და სასიამოვნო ინვესტიცია

ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვად ინვესტიციების სწორად ჩადება რჩება. იქნება ეს კრიპტოვალუტა, ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება თუ ძვირფასი ქვები.

მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩამონათვალიდან ყველაზე სტაბილურად ძვირფასი ქვები ჟღერს და რჩება. ამ ინვესტიციამ საუკუნეებს გაუძლო. ეკონომიკურადაც რომ გადავხედოთ, კრიპტოვალურის კურსი არასტაბილური და ცვალბადია, ფასიანმა ქაღალდებმა ერთ დღეს შეიძლება დაკარგონ ფასი, ასევე უძრავი ქონების ღირებულებამაც შეიძლება იკლოს, თუმცა ვერასდროს იტყვი, რომ ოქროს, ბრილიანტის ან სხვა ძვირფასი ქვების ღირებულებამ საგრძნობლად იკლო ან საერთოდაც ფასი დაკარგა.

თუმცაღა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ძვირფასი ქვების შეძენის ადგილს. გახშირდა შემთხვევები, როდესაც საეჭვო ადგილას შეძენილი სამკაულის ღირებულება საერთოდ არ შეეფერება მის ხარისხს და ავთენტურობას. ასევე სიცრუის გამოვლენის შემთხვევაში, რთული ხდება იმ პიროვნების პოვნა ვისგანაც სამკაული შეიძინეთ. ამიტომ, როდესაც ძვირადღირებული სამკაულის შეძენას გადაწყვეტთ, უმჯობესია თავიდანვე სწორად შეარჩიოთ შეძენის ადგილი.

თბილისში მსგავსი ადგილი რამდენიმეა, თუმცა ამ ეტაპზე არჩევანს 18K Precious Crafts-ზე შევაჩერებ.

მაღაზიის შოურუმში წარმოდგენილია მხოლოდ 750 სინჯის უმაღლესი ქარისხის ოქროს ნაწარმი, ბრილიანტები და სხვადასხვა ძვირფასი ქვები, რომლებიც განსაკუთრებული მეთოდით მუშავდება.

რატომ ვენდობი?

ვიცი, რომ 18K Precious Crafts ფრანკო ფონტანას პრემიალური ხაზია, რაც თავის მხრივ ყველანაირ ეჭვს ფანტავს.

რამდენიმე დღის წინ კი, მაღაზიის ერთ-ერთმა მფლობელმა საუბრისას აღნიშნა თუ რა კარგი იქნებოდა სამკაულების დღის დაწესება. წარმოიდგინეთ, ყოველ წელს, სამკაულების დღეს თქვენ ახორციელებთ ინვესტიციას, რომლის ღირებულებაც გარდა იმისა, რომ წლები ვერაფერს აკლებს, შეუფასებელი იმიტომაც არის, რომ განსაკუთრებულ სიხარულსა და ბედნიერებას განიჭებთ.

მე კი დღევანდელ დღეს ნამდვილად სწორად გაკეთებული ინვესტიციით დავასრულებ და თავს ულამაზესი ყელსაბამის ჩუქებით გავახარებ.

ანიკა ტიზლიარიშვილი

(R)