მსოფლიოს 7 ყველაზე მაღალი ცათამბჯენი (+ფოტო)

მსოფლიოში ამჟამად 133 ცათამბჯენია, რომელთა სიმაღლე 300 მეტრს აღემატება.

Council on Tall Buildings and Urban Habitat-ის მონაცემებით, მათი სამი-მეოთხედი ბოლო ათი წლის განმავლობაში აშენდა. უახლოეს მომავალში კიდევ 20 ცათამბჯენის მშენებლობა დასრულდება.

წარმოგიდგენთ 7 ყველაზე მაღალ ცათამბრჯენს მსოფლიოში, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალში დასრულდება.

სუპერკოშკი - კომპანია „გრან კანალ ლანდის" გეგმის მიხედვით, ცათამბჯენის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. ბანკოკში მდებარე შენობა 125-სართულიანი და 615 მეტრის სიმაღლის იქნება. გეგმის მიხედვით, აზიის უმაღლესი შენობა სამ ზონად დაიყოფა - საოფისე, 6- ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი ზონა.

გაიანგის კულტურული პლაზის კოშკი - ეს ცათამბჯენი ახლახანს აშენდა, თუმცა ბოლო წლების ერთ-ერთ უჩვეულო პროექტად აღიარეს. შენობაში 121 მეტრის სიმაღლიდან ჩანჩქერი გადმოდის. ცატამბჯენი 2020 წელს გაიხსნება, ის 109- სართულიანი იქნება.

მერდეკა PNB118 - ახლა მალაიზიის დედაქალაქში 644-მეტრიანი ცათამბჯენი შენდება. ეს 118-სართულიანი კოშკი იქნება ყველაზე მაღალი შენობა მალაიზიაში და მსოფლიოში სიდიდით მესამე. ცათამბჯენში სასტუმრო და საოფისე ფართები განთავსდება.

Baoneng Shenyang WFC კოშკი 1 - შენობის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და მას „ჩრდილოეთის მარგალიტი“ უწოდეს. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია. შენობა 560-მეტრიანი იქნება და განთავსდება საცხოვრებელი და კომერციული ფართები.

დუბაის კრიკის კოშკი - დუბაიში შენდება შენობა, რომელიც 928 მეტრის სიმაღლის იქნება. მშენებლობის დასრულება 2020 წელსაა დაგეგმილი. მისი ღირებულება 1 მილიარდი დოლარია.

ჯადდას კოშკი - პროექტის მიხედვით ეს შენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ცათამბჯენი საუდის არაბეთში შენდება და 1007 მეტრის სიმაღლის იქნება. მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

ცენტრალური პარკის კოშკი - მომავალ წელს ნიუ-იორკში 427 მეტრის სიმაღლის ცენტრალურ პარკის კოშკი გაიხსნება და ეს იქნება ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი მსოფლიოში.

ლიკა ამირაშვილი