რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტულ ზონებში მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდება გუდაურშიც, რომელიც ტურისტულ ზონაში ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ამასთან, პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია და მიმდინარეობს შემოსული წინადადებების განხილვა. გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს გაზაფხულზე დაიწყებს.
პროექტი ითვალისწინებს წყალარინების ხუთი ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა დ შემდგომ მის ექსპლუატაციაში გაშვებას.
„თანამედროვე ტიპის ობიექტები მინიმუმამდე დაიყვანს რეგიონში ეკოლოგური დაბინძურების საფრთხეს და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და იქ ჩასული დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
2019 წელს კომპანია გუდაურში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმას. კერძოდ, სასმელი წყლისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემების მშენებლობას. ასევე, გუდაურის ხელოვნური რეზერვუარის წყლის შემვსებ სამუშაოებს.
გარდა ამისა, კომპანიამ წლის დასაწყისში გუდაურის ხელოვნური ტბის მოწყობისთვის საჭირო 11 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები დაასრულა“, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.