G&T-მა ბოლო 5 წელიწადში საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა შეაფასა.
ამ მონაცემების მიხედვით, 2014-2018 წლებში ტურიზმის სექტორის შემოსავალი 1.8 მილიარდიდან 3.2 მილიარდამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 7.2 მლნ-ს მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ 2014–2018 პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2.2 მლნ-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, 2014-2018 წლებში ტურისტების რაოდენობა 1.9 მლნ-ით გაიზარდა.
გასათვალისწინებელია, რომ 5 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური 7 მლნ-ზე მეტი სწორედ 2018 წელს ეწვია.
G&T-ის ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორში შემოსავლები 1.4 მილიარდით გაიზარდა. მშპ-ში შემოსავალი 2014 წელს თუ 10.8% იყო, 2018 წელს 19.6% გახდა.
რისთვის ჩამოდიან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორები
რაში ხარჯავენ ტურისტები ფულს