2018 წელს კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ოპერაციებიდან 230 739 497 ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 25,1 მლნ ლარით მეტია წინა წელთან შედარებით.
2017 წელს ბანკების მოგება ვალუტის გაცვლით 206 674 869 ლარს შეადგენდა. ამასთან, კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2018 წლის მხოლოდ ერთ კვარტალში, (მე-4 კვარტალი) ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მიღებული მოგება 68,1 მლნ ლარს შეადგენდა.
კომერციული ბანკების TOP-5 ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგებით:
- „თიბისი ბანკი“ - 97 763 684 ლარი
- „საქართველოს ბანკი“ - 92 355 121 ლარი
- „პროკრედიტ ბანკი“ - 9 254 563 ლარი
- „ტერა ბანკი“ - 6 713 403 ლარი
- „ბანკი ქართუ - 6 360 149 ლარი
საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.