04:48:19
ბიზნესი
ფინანსები
ეკონომიკა
ტექნოლოგიები
ანალიზი
პერსონა
უძრავი ქონება
ბიზნეს ლიტერატურა
რეკლამის შესახებ
სერვისები
  • მთავარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • ანალიზი
  • პერსონა
  • უძრავი ქონება
  • ბიზნეს ლიტერატურა
  • მეტი
    • რეკლამის შესახებ
    • სერვისები
ბიზნესი
08.02.2019 / 16:12

ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი „ბლექ სი არენა“  ზარალზე მუშაობს

შპს „ბლექ სი არენამ“ 2016 და 2017 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ საკონცერტო დარბაზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.

უფრო დეტალურად კი, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ბლექსის“ ზარალი - 6,533 მლნ ლარი; 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, 167 ათასი ლარი იყო.

ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, შპს „ბლექ სი არენას“ შემოსავალმა 2017 წლის ბოლოს ჯამში, 12,514 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 11,945 მლნ ლარი სახელმწიფო სუბსიდიებიდან მიღებული შემოსავალი იყო. ამასთან, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საკონცერტო დარბაზი საანგარიშო პერიოდში 65,729 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა.

შეგახსენებთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის რაიონის, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია საქართველოში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში საქმიანობაა.

ცნობისთვის, დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით, 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

ავტორი:
თაია არდოტელი
ავტორის სხვა სტატიები
მისწერე ავტორს
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთე კომენტარი
×

კომენტარი წარმატებით გაიგზავნა

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სტატია: 52820
ოფიციალური კურსი
ყველა ვალუტა
კონვერტორი
GEL
USD
EUR
GBP
GEL
USD
EUR
GBP
ოფიციალური კურსი
1 კვირა
1 თვე
3 თვე
6 თვე
1 წელი
ბოლო სიახლეები
ყველა სტატია
დაგროვებითი პენისიის
კალკულატორი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია,
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
თბილისი, იოსებიძის ქ. 49
(+995 32) 2 35 65 98
bpn@bpn.ge
2018 ყველა უფლება დაცულია