კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 84, 761 434 ლარის შემოსავალი მიიღეს.
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 29 331494 ლარი. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ – 19 343 330 ლარი. მესამე ადგილზე „ლიბერთი ბანკია“ - მან 2018 წელს საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 13 097 408 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - „კრედო“ – 6 811 928 ლარი.
ტოპ-ხუთეულში მოხვდა „ბანკი ქართუც“, რომელმაც საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით - 3 893 679 ლარის შემოსავლი მიიღო.
ფინანსისტების თქმით, ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. აღნიშნული მონაცემები კი საქართველოში ბანკების მიერ დაწესებულ ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს.