2018 საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების 48% დედაქალაქზე მოდის

2018 წელს საქართველოში 10 204 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც ჯამში 6 206 009 კვ/მეტრს შეადგენს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი ნებართვა თბილისში გაიცა, სულ 4918 ობიექტზე, რაც მთლიანი მაჩვენებლის 48%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოში მთლიანად 10 495 სამშენებლო ობიექტის მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, რაც ჯამში 6 494 768 კვ/მეტრს შეადგენს.

2018 წელს გაცემული ნებართვების მიხედვით მეორე ადგილზეა აჭარა. წინა წელს რეგიონში ნებართვა 1391 ობიექტზე გაიცა. მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც 1088 ობიექტზე გაიცა მშენებლობის ნებართვა.

ლიკა ამირაშვილი