თუ თქვენი ბიზნესი 2018 წლის სიძნელეებს გადაურჩა, მაშინ, უფრო ნათელი 2019 წლის იმედი უნდა იქონიოთ. იმისათვის, რომ წინ წაიწიოთ და გაზარდოთ თქვენი ბიზნესი, უკან გახედვაც აუცილებელია და განვლილი შეცდომების გაანალიზება. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ, რომ მომავალში აღარ გაიმეოროთ იგივე შეცდომები და მიაღწიოთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას.
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ 2019 წელს ბიზნესისთვის საზიანო მიდგომების თავიდან აცილებაში. (წყარო: cascadebusnews.com)
სოციალური სივრცეში პასიურობა
მიუხედავად იმისა, რომ ყველა არ არის სოციალური მედიის მომხმარებელი, ბიზნესები მაინც წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ამ პლატფორმაზე, რამდენადაც მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნებაში და მათი ლოალურობის მოპოვებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. ამასთან, სოციალური სივრცე საკმაოდ ხელსაყრელი საშუალებაა პოტენციური კლიენტების მოზიდვისთვის.
თუ არ არის თქვენი ბიზნესი აქტიური სოციალური ქსელებში, ან ვერ ახერხებთ მუდმივად პოსტების განახლებას, ჩვენი რჩევა იქნება, რომ დაიქირაოთ სოციალური მედიის მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ კონტენტის გავრცელებაში. მომხმარებლებთან ურთიერთობის ეს ფორმა დაგეხმარებათ ბაზარზე აქტიურობაში და მომსახურების პირობების გაუმჯობესებაში.
ტექნოლოგიების იგნორირება
ტექნოლოგიებს ვერანაირი ბიზნესი ვერ გაექცევა. პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა დაუახლოვდეთ. განიხილეთ თქვენს კომპანიაში ყველა დეპარტამენტის საქმიანობა და განსაზღვრეთ რისი გაკეთება შეიძლება მათ გასაუმჯობესებლად. ერთ - ერთი გზა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაძლოა იყოს ამა თუ იმ მიმართულებით უფრო ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება. მაგალითად, დღესდღეობით შეგიძლიათ ბიტკოინებით გადახდის ფორმის დანერგვა ონლაინ კომერციის პლათფორმაზე. ამასთან, ბლოქჩეინის ტექნოლოგიები და სმარტ კონტრაქტები შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ოპერაციების გამარტივებისთვის, განსაკუთრებით თუ ინვესტიციის სფეროში მოღვაწეობთ.
არაეფექტური ბრენდინგი
თანამედროვე მედია სივრცის გადატვირთვა იმდენად თვალსაჩინოა, რომ ბრენდინგის საჭიროება უფრო ცალსახა ხდება. საქმე იმაშია, რომ თუ გასურთ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს თქვენი პროდუქტი, მათ გაჩერებისა და მოსმენის კარგი მიზეზი უნდა მისცეთ. იმდენად ბევრი კონკურენტუნარიანი ბრენდია, რომ ნამდვილად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ პოტენციური მომხმარებლების ყურადღების მისაპყრობად. თქვენი არსებობა უნდა იგრძნობოდეს ადამიანთა ცხოვრებაში ღირებულებების დამატებით. როდესაც ბიზნესის ბრენდინგს დააპირებთ, ეცადეთ შექმნათ თანმიმდევრული შინაარსი, რათა მესიჯმა ადრესატამდე მიაღწიოს.
საბაზრო კვლევის სფეროში ფულის დაზოგვა
ბაზრის კვლევა უმნიშნელოვანესია ბიზნესისთვის და მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის. ეცადეთ, არ მოდუნდეთ, რადგანაც თქვენი მომხმარებლის საჭიროებები მუდმივად იცვლება და თქვენ მათზე ერთი ნაბიჯით წინ უნდა იყოთ. კვლევის შედეგები აუცილებლად პრაქტიკაში უნდა გამოიყენოთ და ნახოთ როგორი შედეგი ექნება მას.
ცალსახაა, რომ ძნელია განსაზღვროთ რა მოხდება მომდევნო წელს, თუმცა, შეგიძლიათ წარმატების შანსის გაზრდა.
ზემოთ მოცემული რჩევების საშუალებით შეძლებთ წლის კარგად დაწყებას და ფუნდამენტური შეცდომის თავიდან აცილებას!
გვანცა კაკაურიძე