„სტამბოლი არის Turkish Airlines-ისთვის უმთავრესი აეროპორტი, ხოლო ფილმი სახელწოდებით -THE JOURNEY ხაზს უსვამს ამ ქალაქის მთელ დიდებულებას“, - ასე აღწერს კომპანია საკუთარ გვერდზე ამ ვიდეორგოლს.
მოკლემეტრაჟიანი ფილმის 30-წამიანი ვიდეო ამონარიდი პირველად ამერიკის ფეხბურთის ლიგის ფინალურ მატჩში Super Bowl-ის სარეკლამო ჭრაზე აჩვენეს, ხოლო მთელი 6-წუთიანი ფილმის ნახვა YouTube-ზე Turkish Airlines-ის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი.
ჯამში ამ ვიდეორგოლის 4 ვერსია გადაიღეს. მასში ასევე თვალში საცემია კომპანიის თანამშრომლების ახალი უნიფორმა და თვითმფრინავის კაბინის ახალი დიზაინი.
ვიდეორგოლის რეჟისორის რიდლი სკოტის განცხადებით, წყლით გარშემორტყმული სტამბოლი იყო მისი შთაგონების წყარო.