როგორი იქნება აეროპორტის გზაზე მდებარე მონუმენტი „ადამიანი და მზე“ - პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა

აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მონუმენტის - „ადამიანი და მზე" რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 27 თებერვალს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 773 806 ლარია. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, დეკორატიული სანათი ნათურების საგარანტიო პერიოდი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელია.

შეგახსენებთ, რომ მონუმენტის რეაბილიტაციის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იანვარში მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციაზეც განაცხადა. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე ხელოვნური ტბის მოწყობაც იგეგმება.

თაია არდოტელი