04:33:38
ბიზნესი
ფინანსები
ეკონომიკა
ტექნოლოგიები
ანალიზი
პერსონა
უძრავი ქონება
ბიზნეს ლიტერატურა
რეკლამის შესახებ
სერვისები
  • მთავარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • ანალიზი
  • პერსონა
  • უძრავი ქონება
  • ბიზნეს ლიტერატურა
  • მეტი
    • რეკლამის შესახებ
    • სერვისები
სიახლეები
11.02.2019 / 12:12

სემეკმა მომხმარებლებს 34 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომებზე მომხმარებელთა საჩივრები განიხილა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკი-დან აცნობეს, საჩივრების უმრავლესობა შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. სულ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 34 985 ლარი შეადგინა.

საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა.

„კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც“-ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააკეთეთ კომენტარი
გააკეთე კომენტარი
×

კომენტარი წარმატებით გაიგზავნა

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სტატია: 52867
ოფიციალური კურსი
ყველა ვალუტა
კონვერტორი
GEL
USD
EUR
GBP
GEL
USD
EUR
GBP
ოფიციალური კურსი
1 კვირა
1 თვე
3 თვე
6 თვე
1 წელი
ბოლო სიახლეები
ყველა სტატია
დაგროვებითი პენისიის
კალკულატორი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია,
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
თბილისი, იოსებიძის ქ. 49
(+995 32) 2 35 65 98
bpn@bpn.ge
2018 ყველა უფლება დაცულია