რა ქონებას ფლობენ ქართველი ტელეწამყვანები? მდიდარი და მშვენიერი ქალბატონების ტოპ-ხუთეული - ისინი საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ პროფესიული წარმატებით, მოდური ჩაცმულობითა და გარეგნობით იქცევენ, არამედ მათი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესოა. ჩვენს საზოგადოებას ხომ მათთან ერთად მათი ფინანსური შესაძლებლობებიც აინტერესებს. „რეიტინგმა“ ცნობილი და მდიდარი ტელეწამყვანების ტოპ-ხუთეული შეადგინა.
მარიამ ვაშაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვების „მოამბეს“ წამყვანია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პირველი ადგილი მარიამმა დაისაკუთრა. შეიძლება იმიტომ, რომ მისი მეუღლე ვანიკო ბენიძე წლების განმავლობაში ყველაზე მდიდარ და სასურველ სასიძოდ ითვლებოდა.
კუდ-ის ყოფილი შეფის, დათა ახალაიას ცოლისძმა და ცნობილი ბიზნესმენის, როგორც პრესაში მოიხსენიებენ, ნავთობის მაგნატის, დავით ბენიძის შვილია. ვანიკო ბენიძე წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. როგორც მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მეუღლესთან წლების განმავლობაში მეგობრობდა და თავადაც არ იცის, ეს ურთიერთობა სიყვარულში როგორ გადაიზარდა. მათი ურთიერთობა კი ქორწინებით დასრულდა.
ნინუცა ორჯონიკიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი სახე გადაცემა „ნაშუადღევის“ წამყვანია. ის რუსეთში ცნობილი მილიარდერის, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სოსო ორჯონიკიძის რძალია.
სოსო ორჯონიკიძე კურირებდა და დაინტერესებული იყო სასტუმროების ქსელის მშენებლობითა და სათამაშო ბიზნესით. ის, რაც საქართველოში მისი ოჯახის სახელს ოფიციალურად უკავშირდება, ცნობილი, ერთ-ერთი ძვირადღირებული კომპლექსი King David-ია.
დიანა ჯოჯუა არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, დიანა ჯოჯუას ფინანსები. გარდა იმისა, რომ თავად წამყვანს, როგორც ამბობენ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვს, მისი მეუღლეა ბიზნესმენი ნიკა რამიშვილი. ბატონი ნიკა 2013 წელს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.
სანამ კერძო სექტორში გადავიდოდა, მანამდე სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. როგორც პრესაში იუწყებიან, ამასობაში წყვილმა საკმაოდ სოლიდური კაპიტალი დააგროვა, რომელზე ინფორმაციაც ხელმისაწვდომი არ არის. წაიკითხეთ სრულად