გამარტივებული დასაქმების პლატფორმა, რომელიც სამსახურის მაძიებელს და დამსაქმებელს ერთმანეთთან აკავშირებს

ახალი და გამარტივებული Hrlab-ის პლატფორმა პოტენციურ დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებლისთვისაა განკუთვნილი.

კომპანია 2017 წელს „სტარტაპ საქართველო“ - ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით შეიქმნა. „ბიზნეპრესნიუსი“ კომპანიის დამფუძნებელს დავით კიკვიძეს გაესაუბრა.

რას ემსახურება Hrlab -ის პლატფორმა?

შევქმენათ სივრცე, სადაც დამსაქმებელი და სამსახურის მაძიებელი მიზნის მიღწევას მარტივად შეძლებენ, კერძოდ: სამსასახურის მაძიებელი შეავსებს სააპლიკაციო ფორმას და მონიშნავს მისთვის საინტერესო სფეროებს, დამსაქმებელი გაფილტრავს რეზიუმეებს, მისთვის რელევანტური სფეროს მიხედვით და კანდიდატს დაასაქმებს.

რა უპირატესობა აქვს სხვა დასაქმების ვებ -გვერდებთან შედარებით?

დღეს ყველა აგზავნის რეზიუმეს დამსაქმებელთან, მისი კომპეტენტურობის და მოთხოვნის მიუხედავად, რაც დამსაქმებლისთვის შერჩევის პროცესს ართულებს და ამისთვის საკმაოდ დიდ დროს და რესურსს ხარჯავს.

სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით სისტემა, სადაც დამსაქმებელი, რეზიუმეებს მისთვის სასურველი ფილტრის მიხედვით გადაარჩევს, ხოლო სამსახურის მაძიებელი რეგისტრაციისას მონიშნავს მისთვის სასურველ სფეროებს.

დამსაქმებლისთვის მეტად კომფორტულია ჩვენი მომსახურება, რადგან პირველ რიგში იგი თავს არიდებს რეზიუმეების შეგროვების ხანგრძლივ პროცესს. გარდა ამისა, ბაზრის კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ყველა სამსახურის მაძიებელს აქვს განსხვავებული ფორმის რეზიუმე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ გადმოსცემს სრულყოფილ ინფორმაციას მისი კვალიფიკაციის, განათლების ან გამოცდილების შესახებ, აქედან გამომდინარე HRLAB-ი თითოეულ აპლიკანტს აძლევს საშუალებას შექმნას მარტივად აღქმადი, ინფორმაციული და საერთაშორისო დონეზე მორგებული რეზიუმე, რომელიც ყველა კომპანიისთვის იქნება მისაღები.

როგორ შეიძლება დარეგისტრირება Hrlab.ge- ზე?

საკმარისია სამსახურით დაინტერესებული ადამიანი Hrlab.ge -ს ვებ-გვერდს ესტუმროს და რეგისტრაცია გაიაროს, პროგრამა დაუგენერირებს რეზიუმეს Pdf ფაილში, რომელიც ავტომატურად მოხვდება ერთიან ბაზაში, მას შემდეგ რაც მომხამრებელი შეიძენს მომსახურების პაკეტს.

იურიდიული პირის შემთხვევში, მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას, ექნება წვდომა რეზიუმეების ერთიან ბაზაზე.

ინოვაციური დასაქმების პლათფორმა HRLAB-ი დამსაქმებლებსა და სამსახურის მაძიებლებს სთავაზობს მარტივ გზას უკუკავშირის დასამყარებლად, რაც თავისთვად გაამარტივებს სასურველი სამსახურის მოძიებას, ხოლო დამსაქმებლებს, ნაკლები დრო და რესურსი დასჭირდებათ საჭირო თანამშრომლის შესარჩევად.